მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 ワールドカップ 韓国/日本, 월드컵 한국/일본
|
|
|
ტურნირის დეტალები
|
|
|
|
20
|
სტადიონები
|
20
|
ტურნირის ვადები
|
31 მაისი – 30 ივნისი
|
ფინალში
|
32
|
საპრიზო ადგილები
|
ჩემპიონი
|
ბრაზილია
|
მეორე ადგილი
|
გერმანია
|
მესამე ადგილი
|
თურქეთი
|
მეოთხე ადგილი
|
სამხრეთი კორეა
|
ტურნირის სტატისტიკა
|
დასწრება
|
2 705 197 (42 269 თამაშზე)
|
|
64
|
|
161 (2.52 თამაშში)
|
ბომბარდირ(ებ)ი
|
რონალდო (8 გოლი)
|
საუკეთესო მოთამაშე
|
ოლივერ კანი
|
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 – რიგით მე-17 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აზიაში გაიმართა და პირველი, რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა. ჩემპიონატი გამოირჩეოდა აზიური გუნდების კარგი გამოსვლით.
ჯგუფში გამოდიოდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც წააგო ორი მატჩი, ფრედ ითამაშა ერთი და ვერ მოახერხა ერთი გოლის გატანაც კი. ჯგუფიდან კვალიფიკაცია გაიარეს დანიისა და ტურნირის დებიუტანტი სენეგალის ნაკრებებმა.
ესპანეთმა მოიგო სამივე მატჩი. სლოვენიამ კი სამივე წააგო. დანარჩენ ორ გუნდს თანაბარი ქულები და გოლების თანაბარი ნულოვანი სხვაობა ჰქონდათ, ერთმანეთში კი 2-2 ითამაშეს. პარაგვაიმ სამხრეთ აფრიკასთან შედარებით უპირატესობა მხოლოდ მეტი გატანილი გოლით მოიპოვა.
ბრაზილიამ მოიგო ყველა მატჩი, ჩინეთმა კი ყველა წააგო. კოსტა-რიკას სუსტი დაცვის და ბევრი გოლის გაშვების გამო მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უპირატესობა თურქეთს მიენიჭა გოლების საუკეთესო სხვაობით.
ჯგუფის მთავარი მოულოდნელობები იყო პორტუგალიის ნაკრების დამარცხება აშშ-სა და კორეის ნაკრებებთან. სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა შემდეგ ეტაპზე. პორტუგალიას კი პოლონეთთან გამარჯვებამ მხოლოდ მესამე ადგილი არგუნა.
საუდის არაბეთი ტურნირის ყველაზე სუსტი გუნდი იყო. წააგო სამივე მატჩი, ვერ გაიტანა ერთი გოლიც კი და წააგო ყველაზე დიდი ანგარიშით, 0-8 გერმანიასთან. ჯგუფი გერმანიამ და ირლანდიამ მოიგეს.
ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული არგენტინის ნაკრები, მსგავსად საფრანგეთისა, ჩარჩა ჯგუფში. ბოლო ტურში მათ ვერ შეძლეს შვედეთის დამარცხება. შვედეთი კი გავიდა პირველ ადგილზე, რადგან ინგლისზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. ნიგერიის ნაკრები კი უშანსოდ იყო დარჩენილი უკვე ორი ტურის შემდეგ.
მექსიკამ მოიგო ორი მატჩი და გაიმარჯვა ჯგუფში. იტალია გავიდა მეორე ადგილზე. ხორვატიამ ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა ბოლო მატჩის წაგების გამო. ეკვადორმა მოიგო პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ჯგუფის პირველ ადგილზე გავიდა ტურნირის მასპინძელი იაპონიის ნაკრები.