მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — აფრიკის კონფედერაციისა და ფიფა-ს წევრი საფეხბურთო ნაკრები. ნაკრები იმყოფება ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ. 1994 წლის აპრილში ფიფა-ს მსოფლიო ნაკრებების რეიტინგში დაიკავა მე-5 ადგილი, რაც საუკეთესო შედეგია აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ნიგერია არის აფრიკის ერთა თასის 2013 წლის გამარჯვებული. ერთა თასი 3-ჯერ მოიგეს, ხოლო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ შეძლეს მერვედფინალში გასვლა.