მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონმებოლი (ესპ. CONfederacion sudaMEricana de FutBOL, ასევე გამოიყენება აბრევიატურა CSF) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება.
კონმებოლი დაარსდა 1916 წლის 9 ივლისს, ურუგვაელი ექტორ გომესის მოწადინებით. ასოციაციის პირველი წევრები არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე გახდნენ. სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა პირველი ოფიციალური სანაკრებო საფეხბურთო ტურნირი სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ჩატარდა ბუენოს-აირესში, არგენტინის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.
დღეს კონმებოლი ფიფა-ს წევრია, რომლის წევრებმა ცხრაჯერ მოიგეს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (ხუთჯერ ბრაზილიამ, ორ-ორჯერ არგენტინამ და ურუგვაიმ). იგი მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო კონტინენტალური ასოციაციაა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარაგვაიში, ქალაქ ლუკეში. ამჟამად კონმებოლის პრეზიდენტია პარაგვაელი ალეხანდრო დომინგეს უილსონ-სმითი.[1]
პრეზიდენტი
|
ქვეყანა
|
წლები
|
წყარო
|
ექტორ რივადავია გომესი (ესპ. Héctor Rivadavia Gómez)
|
ურუგვაი
|
1916–1936
|
|
ლუის სალესი (ესპ. Luis O. Salesi)
|
არგენტინა
|
1936–1939
|
|
ლუის ვალენსუელა ერმოსილია (ესპ. Luis Valenzuela Hermosilla)
|
ჩილე
|
1939–1955
|
|
კარლოს დიტბორნი (ესპ. Carlos Dittborn Pinto)
|
ჩილე
|
1955–1957
|
|
ჟოზე რამოს დე ფრეიტასი (პორტ. José Ramos de Freitas)
|
ბრაზილია
|
1957–1959
|
|
ფერმინ სორეტა (ესპ. Fermín Sorhueta)
|
ურუგვაი
|
1959–1961
|
|
რაულ კოლომბო (ესპ. Raúl H. Colombo)
|
არგენტინა
|
1961–1966
|
|
ტეოფილო სალინას ფულერი (ესპ. Teófilo Salinas Fuller)
|
პერუ
|
1966–1986
|
|
ნიკოლას ლეოსი (ესპ. Nicolás Léoz)
|
პარაგვაი
|
1986–2013
|
|
ეუხენიო ფიგერედო (ესპ. Eugenio Figueredo)
|
ურუგვაი
|
2013–2014
|
|
ხუან ანხელ ნაპოუტი (ესპ. Juan Ángel Napout)
|
პარაგვაი
|
2014–2015
|
|
ვილმარ ვალდესი (ესპ. Wilmar Valdez)
|
ურუგვაი
|
2015–2016
|
|
ალეხანდრო დომინგესი (ესპ. Alejandro Domínguez)
|
პარაგვაი
|
2016–
|
|
|
---|
| ტურნირები | |
---|
| ფინალები | |
---|
| ყველა დროის ბომბარდირები | |
---|
|