www.fgks.org   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პორტალი:ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომის პორტალი
ომის პორტალი
პორტალი პროექტი კატეგორიები მონაწილენი
არქივი რედაქტირება რჩეული სტატია

ფაუ-2 (ოფიციალური სახელი — აგრეგატი 4, სახელწოდება ფაუ-2 წარმოდგება გერმანული სიტყვიდან Vergeltungswaffe „შურისძიების იარაღი“) — პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნილი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის მიერ. მთავარი კონსტრუქტორია ვერნერ ფონ ბრაუნი (Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun). ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელმაც კოსმოსში შეაღწია (მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 189 კმ სიმაღლეზე ადიოდა).

ძირითადში გამოიყენებოდა 1944—1945 წლებში. ამ პერიოდში ვერმახტმა გამოუშვა ასეთი 3,000-მდე რაკეტა და იყენებდა ბრიტანეთის და ბელგიის ქალაქების წინააღმდეგ, რასაც დაახ. 7,250 სამოქალაქო და სამხედრო პირის დაღუპვა მოჰყვა. რაკეტა მოგვიანებით იქცა აშშ და სსრკ რაკეტული იარაღის და კოსმოსის ათვისების საფუძვლად. (…სრულად)

არქივი რედაქტირება რჩეული ციტატა
სუნ-ძის ქანდაკება იურიჰამაში, იაპონია
სუნ-ძის ქანდაკება იურიჰამაში, იაპონია
ვიკიციტატა
„საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.“
არქივი რედაქტირება რჩეული მხედართმთავარი

დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი ― გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე), საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონის პოლკოვნიკი. დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკად“ იწოდებოდა. XIX საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე. შემდეგ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. 1926 წელს ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.

გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოეთის ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა.

საბოლოოდ ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. (…სრულად)

რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება სხვა პროექტებში
არქივი რედაქტირება რჩეული სურათი
რიგითი მაიკლ ფრეისი ისვრის M4-დან წვრთნისას, კორეის რესპუბლიკაში, 23 მარტი, 2005.
არქივი რედაქტირება იცოდით, რომ