მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერნიკა (ესპანურ ენაზე სრული ოფიციალური სახელია — გერნიკა-ი-ლუნო, ესპ. Guernica y Luno, ბასკურად — გერნიკა-ლუმო, ბასკ. Gernika-Lumo) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში, შედის ბისკაიის პროვინციაში ბასკეთის ავტონომიური გაერთიანება. ფართობი 8,6 კმ². მოსახლეობა— 16 295 კაცი (2010 წ.). მდებარეობს ბილბაოს ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ქალაქი დაარსდა 1366 წელს პრინც ტელიო კასტილიელის მიერ. 1937 წლის 26 აპრილს ქალაქი გერმანელებმა დაბომბეს, რასაც პაბლო პიკასომ მიუძღვნა თავისი ტილო „გერნიკა“.