გენერალ-გუბერნატორი
თემა
გენერალ-გუბერნატორი ― სახელმწიფო თანამდებობა.
რუსეთის იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რუსეთის იმპერიაში გენერალ-გუბერნატორი იყო ადგილობრივი ადმინისტრაციის უმაღლესი მოხელე. სათავეში ედგა ერთ ან რამდნეიმე გუბერნიას. თანამდებობა შემოღებულ იქნა 1775 წკლიდა. გენერალ-გუბერნატორი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ადმინისტრაციას, წოდებებს და ა.შ. ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ იმპერატორის სანდო გენერლებს. რევოლუციურ პერიოდებში მათ ფართო უფლებამოსილება ენიჭებოდათ. თანამდებობა გაუქმდა 1917 წელს.
გაერთიანებული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაერთიანებულ სამეფოში გენერალ-გუბერნატორი ეწოდება ყოფილ დომინიონებში, ამჟამად კი ერთა თანამეგობრობაში შემავალ სახელმწიფოებში გაერთიანებული სამეფოს მონარქის წარმომადგენელს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 44.
|