www.fgks.org   »   [go: up one dir, main page]

ყანჩისებრნი (ლათ. Ardeidae) — ფრინველთა ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა.[1] მოიცავს 14 გვარში გაერთიანებულ 62 სახეობას. მათგან საქართველოში ბუდობს და მიმოფრენისას გვხვდება 7 გვარის 9 სახეობა: დიდი ყარაულა, პატარა ყარაულა, ღამის ყანჩა, ყვითელი ყანჩა, ეგვიპტური ყანჩა, რუხი ყანჩა, წითური ყანჩა, დიდი ოყარი და პატარა ოყარი. უკანასკნელი 2 შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. გავრცელებული არიან ყველგან, გარდა პოლარული სარტყლისა. იკვებებიან წვრილ-წვრილი თევზებით, ბაყაყებით, მწერებით, მღრღნელებით, მოლუსკებით.

ყანჩისებრნი

დიდი ცისფერი ყანჩა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ardeidae Leach, 1820)

ლიტერატურა

რედაქტირება