www.fgks.org   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ჯონ ბელერზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბელერზი, ჯონ)
ჯონ ბელერზი
მშობლიური სახელი John Bellers
დაბ. თარიღი 1654[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1725(1725-02-08)[8]
დასაფლავებულია ბანჰილ-ფილდსი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის სამეფო
შვილ(ებ)ი Fettiplace Bellers
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა ლონდონის სამეფო საზოგადოება
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი

ჯონ ბელერზი (ინგლ. John Bellers; დ. 1654 — გ. 8 თებერვალი. 1725) — ინგლისელი ეკონომისტი, ერთ-ერთი ადრინდელი სოციალისტ-უტოპისტი. კ. მარქსი ბელერზს მიიჩნევს ჭეშმარიტ ფენომენად პოლიტეკონომიის ისტორიაში.

ბელერზი ამტკიცებდა, რომ მუშები ქმნიან იმაზე მეტ პროდუქტს, რაც მათი არსებობისათვისაა საჭირო. ამით ბელერზი მიუახლოვდა ზედმეტი ღირებულების თეორიას. მერკანტილისტებისაგან განსხვავებით ბელერზს სიმდიდრის წყაროდ მიაჩნდა არა ფული, არამედ შრომა. ბელერზმა საზოგადოების ქონებრივი უთანასწორობისა და სიღარიბის თავიდან ასაცილებლად წამოაყენა სოციალური რეფორმათა პროექტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]